პროექტის სახელწოდება: „ბავშვი უფლებების გარეშე გავს უვარსკვლავო ცას„
მთავარი თემა: ბავშვის უფლებათა კონვენცია.
პროექტის აქტუალობა: ბავშვთა უფლებები იმ ხელშეუხებელ და განუყოფელ უფლებებს განეკუთვნება, რომლითაც ყველა ადამიანი სარგებლობს ის ოცდამეერთე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მონაპოვარია, ადამიანებს აერთიანებთ საერთო სურვილი, შექმნან და იცხოვრონ ისეთ სამყაროში, სადაც იცავენ და პატივს სცემენ ადამიანის (ბავშვთა) უფლებებს.
პროექტის მიზნები:
· ცოდნის გავრცელება ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ.
· ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის და მისი რეალობასთან შედარების უნარ– ჩვევების განვითარება.
· სამართლიანობის, პასუხისმგებლიბის, სოლიდარობისა და თანასწორუფლებიანობის გრძნობის სტიმულირება.
მოსწავლეთა ასაკი:14–16 წლები
ვადები/ ხანგძლივობა: 3 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ საკუთარი უფლებების შესახებ, კარგად გაითავისებენ ბავშვთა უფლებების კონვენციის არსს, უპასუხებენ კითხვებს:
· რა უფლებები გააჩნიათ მათ?
· რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე არღვევს მათ უფლებებს?
პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: სასკოლო კედლის გაზეთი, ნახატები
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ბარათები/გამონათქვამები, დიდი ზომის ფურცელი, მარკერები, კონვერტები, ფორმატი, გუაშის საღებავი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა:
დღე 1
აქტივობა –1
მასწავლებელი იწყებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მოკლე მიმოხილვით, ინტერესდება რა იციან მონაწილეებმა კონვენეციის შესახებ, შემდეგ (წინასწარ გამზადებულ პლაკატზე) მოსწავლეებთან ერთად კითხულობს კონვენციის ძირითად მუხლებს.
აქტივობა–2
მომზადებულ კონვერტებს, რომლებშიც ბარათებია მოთავსებული და აძლევს ჯგუფებს დავალებებს
აქტივობა– 3 ანალიზი და შეფასება
ჯგუფები თითოეული ცალ –ცალკე ჩაებმება დისკუსიაში, ასრულებს მიცემულ დაავალებას,
დისკუსიის მსვლელობისას ჩნდება კითხვები:
· რომელი უფლებები არ არის დაცული საზოგადოებაში და რატომ?
· როგორ ფიქრობთ ბავშვებს სჭირდებათ კონვენცია? რატომ?
· რა უნდა მოიმოქმედონ მოსწავლეებმა სახლში, სკოლაში, რომ დაიცვან თავისი უფლებები?
· ვის უნდა მიმართონ ბავშვებმა, თუ მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები სერიოზულად ირღვევა?
დღე 2
აქტივობა – 4
მოსწავლეები ასრულებენ შემდეგ დავალებას: ქმნიან სასკოლო კედლის გაზეთს მომზადებული სტატიებითა და ნახატებით , რომელშიც საკუთარი უფლებების შესახებ საუბრობენ.
დღე 3
აქტივობა –5
მოსწავლეები იყოფა ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი ნახატის საშუალებით გადმოქვცემს საკუთარ დამოკიდებულებას, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.
საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
ქართ.VI. 5 მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ხელოვნება
ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
ს.გ.IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ცეცხლაძე
ხელმძღვანელის ელ ფოსტა: maiacecxladze23@gmail.com
No comments:
Post a Comment