გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნარკოტიკი და ნარკომანია
|
საგანი/პედაგოგი
|
სამოქალაქო განათლება/ მაია ცეცხლაძე
|
სწავლების საფეხური/ კლასი
|
საბაზო/მეცხრე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
· თემა აქტუალურია, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს წაროადგენს
· იწვევს საშიშ დაავადებებს
|
გაკვეთილი მიზანი/ მისაღწევი შედეგი
|
· მიზანი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე აღწერს ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს
· ასაბუთებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯამრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე
· განმარტავს თუ რას ნიშნავს ნარკოტიკული საშუალებები,
· მსჯელობს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ საერთო და სპეციპიკურ რისკებზე
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები მსჯელობენ ჯანსაღ ცხოვრებაზე, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს
|
შეაფასება და კრიტერიუმები
|
მოსწავლეები ფასთებიან შემდეგი კრიტერიუმებით: ჩართულობა, პრობლემის გააზრება (სიტუაციური ამოცანის შეფასება) მსჯელობის ანალიზი, დისკუსია
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, ელექტრონული პრეზენტაცია
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება, კლასის ორგანიზება –2წთ
გაკვეთილის A ფაზა – გამოწვევა
აქტივობა 1 – შესავალი, მინი ლექცია თემაზე: „რა არის ნარკომანია და როგორ ვებრძოლოთ ამ სენს“ – 10 წთ
გაკვეთილის B ფაზა ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს სიტუაციურ ამოცანას და სთავაზობს ბავშვებს მოხდინონ პრობლემის გააზრება, სიტუაციურ ამოცანაში მოცემული პრობლემის გადაჭრა – 10წთ
აქტივობა 3 ელექტრონული პრეზენტაცია – 5 წთ
გაკვეთილის C ფაზა – რეფლექსია
აქტივობა 4
დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
1) ღირს კი ნარკოტიკების მოხმარება, საკუთარი ცხოვრების დასანგრევად?
2) მავნე ჩვევები თუ სიცოცხლე?!
3) ნარკომანია დაავადება თუ დამოკიდებულება?
4) როგორ დავიცვათ თავი მავნე მაცდუნებლისგან?
5) რა ღონისძიებები შეიძლება შემოგვთავაზოთ ამ დაავადების აღსაკვეთად? – 15 წთ.
საშინაო დავალების მიცემა – 1 წთ
დაწერონ ესე თემაზე: ნარკომანია ავადმყოფობა თუ დანაშაული?
მოსწავლეთა შეფასება – 2 წთ
|
No comments:
Post a Comment